1. პროექტის სახელი : „ ჩემი საყვარელი მსახიობი „
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით :მოსწავლეები შევაგროვებენ ინფორმაციას თავის საყვარელ მსახიობებზე , როგორ ცხოვრობენ ისინი სცენაზე , კადრს მიღმა და არა მხოლოდ ... მოძიებული ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტში.
3.პროექტის სრული აღწერა : აქ მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ყველა თავის საყვარელ მსახიობზე, მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს , კურიოზებს , სურათებს , ფილმებს მათი მონაწილეობით , მოსწავლეები დაწერენ თემებს მათ შესახებ , შეიძლება ჩამოართვან მსახიობებს ინტერვიუ , მოუწყონ მათ შეხვედრები , დახატონ მათი პორტრეტები ,შექმნან პლაკატები, შეგროვებული მასალა , სურათები და ვიდეო ფილმები განთავსდება ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი : 13-20 წელი .
5. ვადები/ხანგრძლივობა : 2009 წლის დეკემბერი - 2010 წლის დეკემბერი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეები შექმნიან პლაკატებს თავისი საყვარელი მსახიობების შესახებ , მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ და შექმნიან ბუკლეტებს , მოიპოვებენ ფილმებს ამ მსახიობების მონწილეობით , გაიმართება საინტერესო დისკუსიები მოძიებულ მასალაზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას : შეიქმნება სხვადასხვა მსახიობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ვერსია , მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს , დაეუფლებიან მშობლიურ და უცხოურ ენებზე საჭირო ლექსიკას , შექმნიან საინტერესო პრეზენტაციებს .
8. სარგებელი სხვებისთვის : შეიქმნება საინტერესო ბლოგი პოპულარული მსახიობების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ .
9. სამუშაო ენა : ქართული , რუსული , ინგლისური .
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა საგნებში : ქართულში , რუსულში , ინგლისურში ,ხელოვნებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებითა და განთავსებით).
12. პროექტის ფასილიტატორი : მარინა ჩავლეიშვილი , ქ.რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა : marinaCavleiSvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი :
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : http://msaxiobi7.blogspot.com/